Monday, October 24, 2016

დედამიწის ფორმა და სიდიდე

დედამიწის ფორმა და სიდიდედედამიწის სფერულობას მთელი რიგი ფაქტები ადასტურებს, მაგ., ზღვის ნაპირიდან ჯერ გემის ანძა მოჩანს , შემდეგ კი გემის კორპუსი; მთვარის დაბნელებისას მის ზედაპირზე დედამიწის წრიული ფორმის ჩრდილის დანახვა შეიძლება; და ბოლოს, კოსმოსიდან დედამიწა ისე ჩანს როგორც სფერული სხეული.
დედამიწას იდეალური სფეროს ფორმა არ აქვს - პოლუსებთან იგი შებრტყელებულია, ხოლო ეკვატორთან - გამოზნექილი და უფრო ელიფსოიდს წააგავს, ვიდრე სფეროს. გეოგრაფების აზრით,დედამიწა ფორმით მხოლოდ თავის თავს ჰგავს,რადგან მასზე არის მთები,ვაკეები,ღრმულები და ა.შ. ამიტომ მას გეოიდი (სხეული,რომელსაც დედამიწის ფორმა აქვს ანუ დედამიწისებური) უწოდეს.
დედამიწის ზედაპირის ფართობი 510 მლნ. კვ.კმ-ია. აქედან წყალს 361 მლნ.კვ.კმ (70,8 %) უკავია, ხმელეთს კი - 149 მლნ. კვ.კმ. (29.2 %).
დედამიწაზე არის ოკეანეები და კონტინენტები. ოკეანეებია:წყნარი,ატლანტის,

იმას, რომ დედამიწას სფროს ფორმა აქვს, ჯერ კიდევ ანტიკურ საბერძნეთში, ძვ. წ. აღე. V ს. მიხვდნენ. დედამიწის სფეროსებურობის იდეის ფუძემდებლად ცნობილი მათემატიკოსი პითაგორი (ძვ. წ. აღრ. 570-490 წწ.) ითვლება. ამ იდეას ხორცი არისტოტელემ (ძვ. წ. აღრ. 384-322 წწ.) შეასხა. თავის ნაშრომში “ცაზე", ის წერდა: “ცაზე დაკვირვებამ გვაჩვენა, რომ დედამიწა სფეროსებური და მცირე ზომის არის. საკმარისია ჩრდილოეთით ან სამხრეთით გადავინაცვლოთ, რომ ჰორიზონტი* შეიცვალოს: ცაზე ერთი და იგივე ვარსკვლავები არ მოჩანს. ხოლო მისი მცირე ზომა იმით მტკიცდება, რომ დიდი ზომის შემთხვევაში, გადაადგილებისას, ცვლილება შესამჩნევი არ იქნებოდა". გარდა ამისა, დედამიწის სფეროსებურობას, არისტოტელე, მთვარის დაბნელებითაც ხსნიდა. დედამიწის სფეროსებურობის სხვა მტკიცებულობებიც არსებობს. მაგ., სიმაღლეზე ასვლისას, ჰორიზონტი ფართოვდება, ზღვაზე, ნაპირისკე მომავალი გემის, ჯერ ანძა ჩანს, შემდეგ – კორპუსი.
დედამიწის სფეროსებურობის პირველი მტკიცებულება, მაგელანის მიერ მსოფლიოს გარშემო მოწყობილი ექსპედიციის (1519-1522) შემდეგ მიიღო კაცობრიობამ. მაგელანი მოგზაურობის დროს დაიღუპა და ექსპედიცია ხუან სებასტიან ელკანომ დაასრულა. სამშობლოში დაბრუნებული ელკანო, ესპანეთის მეფემ გულუხვად დააჯილდოვა. მას აზნაურობა და ჰერბი უბოძა, რომელზეც დედამიწა იყო გამოსახული და მასზე შემოვლებულ ბაფთაზე ეწერა: “შენ პირველი ხარ, ვინც შემომიარა".
ის, რაც საუკუნეების მანძილზე მხოლოდ გარე სამყაროზე დაკვირვებით მტკიცდებოდა, ხილული, ადამიანის მიერ კოსმოსის ათვისების შემდეგ გახდა (1961 წ. 12/IV). კოსმოსიდან დედამიწას სფეროსებური ფორმა აქვს. მაგრამ, სინამდვილეში, ის იდეალური სფეროს ფორმის არ არის.

დედამიწა

დედამიწა — მზის სისტემის მზიდან მესამე პლანეტა. იგი უდიდესია დედამიწის ტიპის პლანეტებს შორის და სამყაროში ცნობილი ერთადერთი ადგილია, რომელიც დასახლებულია ცოცხალი არსებებით. იგი დაახლოებით 4,5 მილიარდი წლის წინ წარმოიქმნა და მალევე შეიძინა თავისი ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრი მთვარე. დედამიწაზე ცხოვრობს გონიერი არსება — ადამიანი. 2011 წლის ბოლო მონაცემებით დედამიწაზე თითქმის 7 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს

წარმოშობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დედამიწის წარმოშობაზე პირველ მოსაზრებებს ჯერ კიდევ ძველი ბერძნები გამოთქვამდნენ, თუმცა ეს მოსაზრებები მეცნიერულად დასაბუთებული არ იყო. XVIII საუკუნეში წამოყენებულ იქნა პირველი მეცნიერული ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც იგი კოსმოსური აირებიდა და მტვრისგან წარმოიშვა. გამდნარი, გავარვარებული და სწრაფად მბრუნავი მასა ცენტრალური მიზიდულობის ძალით უზარმაზარ სფეროდ იქცა. დროთა განმავლობაში სფერო გაცივდა და მისი ზედაპირი მყარი ქერქით დაიფარა.
XX საუკუნეში მეცნიერთა მიერ გამოითქვა უამრავი მოსაზრება დედამიწის წარმოშობასთან დაკავშირებით, მაგრამ მიუხედავად ამისა დღემდე ზუსტად არავინ იცის დედამიწის სფეროს წარმოშობის ზუსტი მექანიზმი. ამჟამად მთელ მსოფლიოში ინტენსიურად მიმდინარეობს დედამიწის ამგები ქანებისმთვარიდან ჩამოტანილი მასალისა და მეტეორიტების შესწავლა, აგრეთვე სხვა პლანეტების გამოკვლევა კოსმოსური აპარატების მეშვეობით.

დედამიწისა და სიცოცხლის წარმოშობა ბიბლიის მიხედვით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიბლიის მიხედვით ღმერთმა დედამიწა შვიდ დღეში შექმნა:
  • პირველ დღეს ღმერთმა თავისი სიტყვით, არაფრისაგან შექმნა დედამიწა — აზელილი ტალახისმაგვარი უსიცოცხლო მასა, რომელზეც არ იყო სიცოცხლე და საშინელი წყვდიადი სუფევდა. პირველად მან თქვა - „იყოს ნათელი“ და დედამიწამ მიიღო სინათლე. ნათელს დღე უწოდა, ბნელს კი ღამე.
  • მეორე დღეს გაჩნდა ჰაერი (ატმოსფერო) და ცეცხლი.
  • მესამე დღეს - ოკეანეებიზღვებიწყაროებიმიწისქვეშა წყლები. წარმოიქმნა მიწა, მთები, ვაკეები, კუნძულები. სინათლისა წყლის მოქმედებით კი გაჩნდა მცენარეები.
  • მეოთხე დღეს - მზემთვარე, პლანეტები და ვარსკვლავები.
  • მეხუთე დღეს წყალში გაჩნდა თევზები და ზღვის ცხოველები. ამის შემდეგ კი ფრინველები.
  • მეექვსე დღეს გაჩდნენ ცხოველები, ქვეწარმავლები და ადამიანი.
  • მეშვიდე დღეს ღმერთმა დაისვენა.

დედამიწის ასაკი და გეოქრონოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დედამიწის ასაკის დადგენა ისეთივე რთული პრობლემაა, როგორც მისი წარმოშობის მექანიზმისა. მეცნიერები დიდი ხანია ცდილობენ დაადგინონ დედამიწის ასაკი. მათ უკანასკნელი ხუთი ათწლეულის განმავლობაში ფიზიკის მიღწევების გამოყენებით სცადეს ქანების ასაკი დაედგინათ, რისი საშუალებითაც შესაძლებელია დედამიწის ასაკის განსაზღვრაც. გამოანგარიშებულია, რომ დედამიწა დაახლოებით 5, ხოლო ქერქი 4,5 მილიარდი წლის წინ წარმოიქმნა. ყველაფერ ამის, სხვადასხვა ასაკის ქანების წარმოქმნის პროცესების დროისა და თანამიმდევრობის მიხედვით დგინდება გეოქრონოლოგიაანუ გეოლოგიური წელთაღრიცხვა. გეოლოგიური დრო დედამიწის ქერქის წარმოქმნიდან იწყება. მას ეონებადერებადპერიოდებად და ეპოქებად ყოფენ: