Monday, October 24, 2016

დედამიწის ფორმა და სიდიდე

დედამიწის ფორმა და სიდიდედედამიწის სფერულობას მთელი რიგი ფაქტები ადასტურებს, მაგ., ზღვის ნაპირიდან ჯერ გემის ანძა მოჩანს , შემდეგ კი გემის კორპუსი; მთვარის დაბნელებისას მის ზედაპირზე დედამიწის წრიული ფორმის ჩრდილის დანახვა შეიძლება; და ბოლოს, კოსმოსიდან დედამიწა ისე ჩანს როგორც სფერული სხეული.
დედამიწას იდეალური სფეროს ფორმა არ აქვს - პოლუსებთან იგი შებრტყელებულია, ხოლო ეკვატორთან - გამოზნექილი და უფრო ელიფსოიდს წააგავს, ვიდრე სფეროს. გეოგრაფების აზრით,დედამიწა ფორმით მხოლოდ თავის თავს ჰგავს,რადგან მასზე არის მთები,ვაკეები,ღრმულები და ა.შ. ამიტომ მას გეოიდი (სხეული,რომელსაც დედამიწის ფორმა აქვს ანუ დედამიწისებური) უწოდეს.
დედამიწის ზედაპირის ფართობი 510 მლნ. კვ.კმ-ია. აქედან წყალს 361 მლნ.კვ.კმ (70,8 %) უკავია, ხმელეთს კი - 149 მლნ. კვ.კმ. (29.2 %).
დედამიწაზე არის ოკეანეები და კონტინენტები. ოკეანეებია:წყნარი,ატლანტის,

იმას, რომ დედამიწას სფროს ფორმა აქვს, ჯერ კიდევ ანტიკურ საბერძნეთში, ძვ. წ. აღე. V ს. მიხვდნენ. დედამიწის სფეროსებურობის იდეის ფუძემდებლად ცნობილი მათემატიკოსი პითაგორი (ძვ. წ. აღრ. 570-490 წწ.) ითვლება. ამ იდეას ხორცი არისტოტელემ (ძვ. წ. აღრ. 384-322 წწ.) შეასხა. თავის ნაშრომში “ცაზე", ის წერდა: “ცაზე დაკვირვებამ გვაჩვენა, რომ დედამიწა სფეროსებური და მცირე ზომის არის. საკმარისია ჩრდილოეთით ან სამხრეთით გადავინაცვლოთ, რომ ჰორიზონტი* შეიცვალოს: ცაზე ერთი და იგივე ვარსკვლავები არ მოჩანს. ხოლო მისი მცირე ზომა იმით მტკიცდება, რომ დიდი ზომის შემთხვევაში, გადაადგილებისას, ცვლილება შესამჩნევი არ იქნებოდა". გარდა ამისა, დედამიწის სფეროსებურობას, არისტოტელე, მთვარის დაბნელებითაც ხსნიდა. დედამიწის სფეროსებურობის სხვა მტკიცებულობებიც არსებობს. მაგ., სიმაღლეზე ასვლისას, ჰორიზონტი ფართოვდება, ზღვაზე, ნაპირისკე მომავალი გემის, ჯერ ანძა ჩანს, შემდეგ – კორპუსი.
დედამიწის სფეროსებურობის პირველი მტკიცებულება, მაგელანის მიერ მსოფლიოს გარშემო მოწყობილი ექსპედიციის (1519-1522) შემდეგ მიიღო კაცობრიობამ. მაგელანი მოგზაურობის დროს დაიღუპა და ექსპედიცია ხუან სებასტიან ელკანომ დაასრულა. სამშობლოში დაბრუნებული ელკანო, ესპანეთის მეფემ გულუხვად დააჯილდოვა. მას აზნაურობა და ჰერბი უბოძა, რომელზეც დედამიწა იყო გამოსახული და მასზე შემოვლებულ ბაფთაზე ეწერა: “შენ პირველი ხარ, ვინც შემომიარა".
ის, რაც საუკუნეების მანძილზე მხოლოდ გარე სამყაროზე დაკვირვებით მტკიცდებოდა, ხილული, ადამიანის მიერ კოსმოსის ათვისების შემდეგ გახდა (1961 წ. 12/IV). კოსმოსიდან დედამიწას სფეროსებური ფორმა აქვს. მაგრამ, სინამდვილეში, ის იდეალური სფეროს ფორმის არ არის.

No comments:

Post a Comment